"რუსეთმა კურსკის რეგიონში ჩრდილოეთ კორეელი ჯარისკაცები კვლავ შეიყვანა" - ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსეთმა კურსკის რეგიონში საბრძოლველად ჩრდილოეთ კორეელი ჯარისკაცები კვლავ შეიყვანა.
მისივე ცნობით, ფრონტის ხაზზე შეტაკების დროს ასობით რუსი და ჩრდილოეთ კორეელი მებრძოლი დაიღუპა.
კურსკის რეგიონში იყო ახალი თავდასხმები - ისევ შემოიყვანეს რუსული არმია და ჩრდილოეთ კორეელი ჯარისკაცები. განადგურდა ოკუპანტების მნიშვნელოვანი რაოდენობა, საუბარია ასობით რუს და ჩრდილოეთ კორეელ ჯარისკაცზე. და ეს ძალიან მნიშვნელოვანია - ბრძოლები მიმდინარეობს რუსეთის ტერიტორიაზე, რათა არ მოხდეს დაძაბულობის გაზრდა ჩვენს ქალაქებში, ჩვენს მიწაზე; და ჩვენს ტერიტორიაზე, ფრონტზე, 60 000 რუსი ჯარისკაცი იმყოფება კურსკის რეგიონში", - თქვა ზელენსკიმ.