"ჰამასმა" სამი ისრაელელი მძევალი გაათავისუფლა

08.02.25 14:22
"ჰამასმა" სამი ისრაელელი მძევალი გაათავისუფლა

The Times of Israel-ის ინფორმაციით, "ჰამასმა" სამი ისრაელელი მძევალი გაათავისუფლა - სანაცვლოდ, ისრაელი დღეს 183 პალესტინელ პატიმარს გაათავისუფლებს.

"ჰამასის" ტყვეობაში მყოფ მძევლებთა შორის იყვნენ 52 წლის ელი შარაბი, 34 წლის ორ ლევი და 56 წლის ოჰად ბენ ამი.

"ჰამასმა" ისრაელელი მძევლები „წითელ ჯვარს“ გადასცა.

შეგახსენებთ, ისრაელსა და ჰამასს“ შორის მიღწეული ცეცხლის შეწყვეტისა და მძევლების გათავისუფლების შესახებ შეთანხმების ფარგლებში ''ჰამასმა'' გასულ კვირას სამი ისრაელელი მძევალი გაათავისუფლა.