ტრამპის ადმინისტრაციამ უცხოური გავლენის შემსწავლელი ჯგუფი გააუქმა

08.02.25 14:53
ტრამპის ადმინისტრაციამ უცხოური გავლენის შემსწავლელი ჯგუფი გააუქმა

CNN-ის ინფორმაციით, აშშ-ის გენერალურმა პროკურორმა ქვეყნის შიდა პოლიტიკაში უცხოური გავლენის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით შექმნილი სამუშაო ჯგუფი გააუქმა.

აშშ-ის გენერალური პროკურორის, პემ ბონდის დირექტივის თანახმად, აშშ-ში „უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტის“ (FARA) სისხლისსამართლებრივი მიზნით აღსრულება იზღუდება.

ასევე, პემ ბონდიმ აშშ-ში უცხოური გავლენის წინააღმდეგ მომუშავე გამოძიების ფედერალური ბიუროს (FBI) ოპერატიულ-ტაქტიკური სამუშაო ჯგუფი დახურა.

მსგავსი სიახლეები