მოსამართლემ USAID-ის თანამშრომლების გათავისუფლების გადაწყვეტილება დაბლოკა

ფედერალურმა მოსამართლე კარლ ნიკოლსმა USAID-ის თანამშრომლების გათავისუფლების გადაწყვეტილება და სააგენტოს დაშლის გეგმა დროებით დაბლოკა.
მოსამართლემ ასევე შეაჩერა USAID-ის თანამშრომლებისთვის მიცემული 30-დღიანი ვადა. ამ 1 თვეში სააგენტოს თანამშრომლები, აშშ-ის ბიუჯეტის ხარჯზე, სამშობლოში უნდა დაბრუნებულიყვნენ.