დონალდ ტრამპი ვლადიმერ პუტინს ტელეფონით ესუაბრა
დონალდ ტრამპი ვლადიმერ პუტინს ტელეფონით ესუაბრა. ამის შესაებ აშშ-ს პრეზიდენტმა New York Post-თან ინტერვიუში განაცხადა. ამასთან, ტრამპს არ უთქვამს, როდის შედგა მათი სატელეფონო საუბარი. ასევე კითხვაზე, რამდენჯერ ისაუბრეს ორი ქვეყნის ლიდერებმა ტელეფონზე. ტრამპმა უპასუხა: „მირჩევნია არ ვილაპარაკო“.
აშშ-ს პრეზიდენტის თქმით, „პუტინი ბრძოლის ველზე მკვლელობებით დაინტერესებული არ არის და მისი სურვილია, შეწყდეს ადამიანების ხოცვა". ტრამპმა ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ მას "ყოველთვის ჰქონდა კარგი ურთიერთობა პუტინთან" და თქვა, რომ მას აქვს კონკრეტული გეგმა ომის დასასრულებლად.
იმედი მაქვს, რომ ეს სწრაფად მოხდება. ხალხი ყოველდღე კვდება. მინდა, დავასრულო ეს წყეული საქმე, - თქვა მან.