"ჰამასსა" და ისრაელს შორის მძევლებისა და პატიმრების მომდევნო გაცვლა განუსაზღვრელი ვადით გადაიდო - მედია

"ჰამასსა" და ისრაელს შორის მძევლებისა და პატიმრების მომდევნო გაცვლა განუსაზღვრელი ვადით გადაიდო - ამის შესახებ გამოცემა Barron's "ჰამასზე" დაყრდნობით იტყობინება.
პატიმრების (ისრაელელი მძევლები) გათავისუფლება, რომელიც მომავალ შაბათს, 2025 წლის 15 თებერვალს იყო დაგეგმილი, შემდგომ შეტყობინებამდე გადაიდო, სანამ საოკუპაციო რეჟიმი ბოლო კვირების განმავლობაში აღებულ ვალდებულებებს არ შეასრულებს“, - განაცხადა „ჰამასის“ შეიარაღებული ფრთის სპიკერმა, აბუ უბაიდამ.
ცნობისთვის, 19 იანვრიდან, ისრაელსა და „ჰამასს“ შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ძალაში შესვლის დღიდან, „ჰამასმა“ ისრაელს 21 მძევალი გადასცა, რის სანაცვლოდაც ისრაელმა ციხეებიდან 730-ზე მეტი პალესტინელი პატიმარი გაათავისუფლა.