ურსულა ფონ დერ ლაიენი აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს შეხვდა

11.02.25 19:53
ურსულა ფონ დერ ლაიენი აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს შეხვდა

ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს, ჯეი დი ვენსს შეხვდა, -  ამის შესახებ ფონ დერ ლაიენი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.

ლაიენი აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს „საერთო გამოწვევებზე კარგი დისკუსიისთვის“ მადლობას უხდის.

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ევროპაში, ვიცე-პრეზიდენტო ვენს. მადლობა კარგი დისკუსიისთვის ჩვენი, როგორც მოკავშირეების, საერთო გამოწვევებზე. უსაფრთხოებიდან და სტაბილურობიდან დაწყებული ტექნოლოგიის დიდ პერსპექტივებამდე და არასაბაზრო ჭარბი სიმძლავრეების დიდ გამოწვევამდე.

მოუთმენლად ველი თანამშრომლობის გაგრძელებას აშშ-ის პრეზიდენტთან და თქვენთან. გნახავთ მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე,” - წერს ფონ დერ ლაიენი.

მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენცია 14-16 თებერვალს გაიმართება.