რუსმა ოკუპანტებმა კიევი დაბომბეს - არის მსხვერპლი
კიევზე სარაკეტო იერიშებს ერთი ადამიანი ესმხვერპლა. ინფორმაციას უკრაინის დედაქალაქის მერი ვიტალი კლიჩკო ავრცელებს. მისივე ცნობით, დაშავებულებს შორის 9 წლის გოგონაცაა.
ობოლონსკის რაიონში ამ დროისთვის ერთი გარდაცვლილია და უკვე სამი დაშავებულია. მათგან ორი ექიმებმა საავადმყოფოში გადაიყვანეს, ერთს სამედიცინო დახმარება ადგილზე გაეწია, - აღნიშნა მერმა.
უკრაინის საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახური იტყობინება, რომ მაშველები ახლა რუსეთის თავდასხმის შედეგებს კიევის ობოლონსკის, სვიატოშინსკისა და გოლოსევსკის რაიონებში ასუფთავებენ. მათივე ცნობით, დანგრეულია ორი საოფისე შენობა. ერთ-ერთ შენობაში ხანძარი გაჩნდა, რომლის ლიკვიდირებაც მოახერხეს.