ტრამპი პუტინს ესაუბრა - რაზე შეთანხმდნენ მხარეები

12.02.25 22:02
ტრამპი პუტინს ესაუბრა - რაზე შეთანხმდნენ მხარეები

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტსა და რუსეთის პრეზიდენტს შორის სატელეფონო საუბარი შედგა - ამის შესახებ ინფორმაციას დონალდ ტრამპი ავრცელებს

მისივე ცნობით, მხარეები შეთანხმნენ, რომ უკრაინაში ომის დასასრულებლად "დაუყოვნებლივ დაიწყებენ მოლაპარაკებებს".

ჩვენ შევთანხმდით, რომ ძალიან მჭიდროდ ვითანამშრომლებთ, მათ შორის, ვესტუმრებით ერთმანეთის ქვეყნებს", - წერს ტრამპი.