პუტინის შემდეგ, ტრამპი ზელენსკის ესაუბრა

ვლადიმერ პუტინის შემდეგ, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკის ტელეფონით ესაუბრა.
როგორც უკრაინის პრეზიდენტი სოციალურ ქსელში წერს, დონალდ ტრამპმა პუტინთან საუბრის შესახებ მოუყვა.
არავის სურს მშვიდობა უკრაინაზე მეტად. ჩვენ შეერთებულ შტატებთან ერთად ვგეგმავთ ჩვენს მომავალ ნაბიჯებს რუსეთის აგრესიის შესაჩერებლად და გრძელვადიანი, საიმედო მშვიდობის უზრუნველსაყოფად. როგორც პრეზიდენტმა ტრამპმა თქვა, "მოდით, ეს დავასრულოთ", - წერს ვოლოდიმირ ზელენსკი.
ცნობისთვის, დონალდ ტრამპი ვლადიმერ პუტინს ტელეფონით ესაუბრა. აშშ-ს პრეზიდენტის თქმით, "პუტინი ბრძოლის ველზე მკვლელობებით დაინტერესებული არ არის და მისი სურვილია, შეწყდეს ადამიანების ხოცვა". ტრამპმა ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ მას "ყოველთვის ჰქონდა კარგი ურთიერთობა პუტინთან" და თქვა, რომ მას აქვს კონკრეტული გეგმა ომის დასასრულებლად.