აშშ-ის ეროვნული დაზვერვის დირექტორად ტულსი გაბარდი დაინიშნა

ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნული დაზვერვის დირექტორად ტულსი გაბარდი დაინიშნა.
ტულსი გაბარდის თანამდებობის დაკავება რესპუბლიკელმა კონგრესმენმა, ჯო უილსონმა მიულოცა და სოციალურ ქსელში დაწერა, რომ გაბარდს ივანიშვილის რეჟიმის ეროვნული უსაფრთხოების ღრმა საფრთხე ესმის.
დირექტორი გაბარდი თბილისს ეწვია, როგორც პალატის წევრი და ესმის ივანიშვილის რეჟიმის ეროვნული უსაფრთხოების ღრმა საფრთხე. მადლობელი ვიყავი, როცა მას წარვუდგინე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი", - წერს უილსონი.