უკრაინამ რუსეთის ტერიტორიას 80-ზე მეტი დრონით შეუტია - თავდაცვა

13.02.25 10:24
უკრაინამ რუსეთის ტერიტორიას 80-ზე მეტი დრონით შეუტია - თავდაცვა

უკრაინამ რუსეთის ტერიტორიას 80-ზე მეტი დრონით შეუტია - ამის შესახებ რუსული მედია ქვეყნის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

„გასული ღამის განმავლობაში საჰაერო თავდაცვის სისტემებმა 83 უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი გაანადგურეს “, - ნათქვამია უწყების ინფორმაციაში.

მათივე განმარტებით, 37 დრონი ბრიანსკის ოლქში ჩამოაგდეს, 12 - კურსკისა და ლიპეცკის ოლქებში, 9 - ტვერის ოლქში, სამ-სამი - ბელგოროდის, კალუგას, სმოლენსკისა და ვორონეჟის ოლქებში, როსტოვში კი ერთი დრონი გაანადგურეს.