რუსული დრონები მოლდოვის ტერიტორიაზე აფეთქდა - სანდუ

13.02.25 12:21
რუსული დრონები მოლდოვის ტერიტორიაზე აფეთქდა - სანდუ

მოლდოვის პრეზიდენტის, მაია სანდუს ცნობით, რუსულმა დრონებმა მოლდოვის საჰაერო სივრცე დაარღვია და ორი უპილოტო საფრენი აპარატი სწორედ მათ ტერიტორიაზე აფეთქდა. 

უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომმა მოლდოვის ტერიტორია კიდევ ერთხელ გადმოკვეთა. „შაჰედის“ დრონებმა ჩვენი საჰაერო სივრცე დაარღვია, ორი მათგანი ჩვენს მიწაზე აფეთქდა, რამაც მოლდოველი ხალხის სიცოცხლეს საფრთხე შეუქმნა. რუსეთი საზღვრებს პატივს არ სცემს, ტერორს ავრცელებს და მშვიდობიან მოსახლეობას თავს ესხმის“, - წერს მაია სანდუ.