უკრაინული მედია: რუსეთმა ჩერნობილის ატომურ ელექსტროსადგურზე თავდასახმა განახორციელა
ჩერნობილის დახურული ატომური ელექტროსადგურის საფარს რუსული უპილოტო საფრენი აპარატი მოხვდა, რამაც ხანძარი გამოიწვია. ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის პრეზიდენტზე დაყრდონიბით ავრცელებს. ზელენსკის ინფორმაციით, გასულ ღამით რუსული დრონი მოხვდა სადგურის მეოთხე ენრგობლოკის საფარს(სარკოფაგს), რომელიც მსოფლიოს რადიაციისგან იცავს.
რუსული თავდასხმის დრონი ძლიერი ფეთქებადი ქობინით ამ ღამეს მოხვდა საფარს, რომელიც იცავს მსოფლიოს ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის განადგურებული მე-4 ენერგობლოკის რადიაციისგან, - განაცხადა ზელენსკიმ.
მისივე განმარტებით, ჩერნობილის კატასტროფის შემდეგ, უკრაინამ ეს საფარი ევროპის ქვეყნებთან, ამერიკასთან და სხვა სახელმწიფოებთან ერთად ააშენა. მისი თქმით, ამგვარი ქმედებით რუსეთი ტერორისტულ საფრთხეს უქმნის მთელ მსოფლიოს.
უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით, ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის ტერიტორიაზე რადიაციული ფონი ნორმაშია და მონიტორინგი გრძელდება.