"ჰამასმა" სამი ისრაელელი მძევალი გაათავისუფლა - მედია

15.02.25 13:04
"ჰამასმა" სამი ისრაელელი მძევალი გაათავისუფლა - მედია

Sky News-ის ინფორმაციით, ტერორისტულმა დაჯგუფება "ჰამასმა" სამი ისრაელელი მძევალი, 46 წლის იარი ჰორნი, 36 წლის საგუი დეკელ-ჩენი და 29 წლის საშა ტრუფანოვი, გაათავისუფლა. 

  • "ჰამასმა" მძევლები "წითელ ჯვარს" გადასცა.

სანაცვლოდ, ისრაელი დღეს 369 პალესტინელ პატიმარს გაათავისუფლებს, რომელთაგან 24-ის დეპორტაცია მოხდება.

ცნობისთვის, ეს ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ფარგლებში განხორციელებული მძევლებისა და პატიმრების მეექვსე გაცვლაა. ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ძალაში შესვლის დღიდან „ჰამასმა“ 24 მძევალი გაათავისუფლა.