მედია: უკრაინელმა სამხედროებმა 33 რუსული დრონი ჩამოაგდეს

15.02.25 14:01
მედია: უკრაინელმა სამხედროებმა 33 რუსული დრონი ჩამოაგდეს

14 თებერვლის ღამეს, რუსეთმა უკრაინის ოლქებზე 70 უპილოტო საფრენი აპარატით იერიში მიიტანა - ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალების ცნობით, განადგურებულია 33 დრონი და  დაკარგულია 37 უპილოტო საფრენი აპარატი.

რუსეთმა დრონები ორელის, მილეროვოს, პრიმორსკო-ახტარსკის ოლქებიდან, ასევე ოკუპირებული ყირიმიდან ააფრინეს.

საჰაერო იერიშის მოგერიებაში რადიო ელექტრო ბრძოლის ქვედანაყოფები, უკრაინის შეიარაღებული და საჰაერო ძალების მობილური ცეცხლის ჯგუფები მონაწილეობდნენ.

რუსეთი უკრაინის ტერიტორიას ავიაციითა და არტილერიით ყოველდღიურად ბომბავს.