ტრამპის გუნდი სამშვიდობო მოლაპარაკებებისთვის საუდის არაბეთში გაემგზავრა - Politico

16.02.25 10:48
ტრამპის გუნდი სამშვიდობო მოლაპარაკებებისთვის საუდის არაბეთში გაემგზავრა - Politico

აშშ-ის ადმინისტრაციის მაღალჩინოსნები საუდის არაბეთში მიემგზავრებიან, სადაც სამშვიდობო მოლაპარაკებებს უკრაინისა და რუსეთის ფედერაციის წარმომადგენლებთან გამართავენ. ამის შესახებ Politico რესპუბლიკელი კანონმდებლისა და ამერიკის ორ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით იუწყება.

აღნიშნულია, რომ მოლაპარაკებებში აშშ-დან მონაწილეობას მიიღებენ ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მრჩეველი მაიკ უოლცი, სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო და სპეციალური წარმომადგენელი სტივ ვიტკოფი. ამასთან, სპეციალური წარმომადგენლის კიტ კელოგის ყოფნა არ იგეგმება.

გამოცემა აღნიშნავს, რომ შეხვედრა შეიძლება იყოს „მნიშვნელოვანი მომენტი ტრამპის სამშვიდობო პროცესის განსახორციელებლად“, ისევე როგორც „რუსეთისა და უკრაინის წარმომადგენლების პირველი დიდი შეხვედრა 2022 წლის ომის დაწყების შემდეგ“.

ჯერჯერობით უცნობია, ვინ დაესწრებიან შეხვედრას რუსეთის ფედერაციისა და უკრაინის მხრიდან.

რაც შეეხება პუტინისა და ტრამპის შეხედრა, ის შესაძლოა, თებერვლის ბოლოს გაიმართოს. 

მსგავსი სიახლეები