სირიელი მამაკაცი ავსტრიაში გამვლელებს დანით თავს დაესხა - არის მსხვერპლი
სამხრეთ ავსტრიაში, ქალაქ ვილახის მთავარ მოედანზე, იტალიის და სლოვენიის საზღვართან, მამაკაცი გავმლელებს თავს დანით დაესხა. ინფორმაციას ავსტრიული მაუწყებელი ავრცელებს. ORF-ის ცნობით, დაიღუპა 14 წლის მოზარდი და დაშავდა კიდევ ოთხი ადამიანი, მათგან ორი მძიმე მდგომარეობაშია.
პოლიციის ცნობით, თავდამსხმელის შეჩერება კურიერმა მოახერხა, რომელმაც მას ავტომობილი დააჯახა.
თავდამსხმელი დააკავეს. ის 23 წლის სირიელი დევნილია, რომელსაც მოქმედი ბინადრობის ნებართვა ჰქონდა.
თავდასხმის მოტივი ჯერჯერობით უცნობია. გამოძიებას პოლიციის კონტრექსტრემისტული განყოფილება შეუერთდა.