NBC: აშშ მოლაპარაკებებს მორიგეობით, რუსეთთან და უკრაინასთან გამართავს, რის შემდეგაც ერთობლივი შეხვედრა იგეგმება
აშშ გეგმავს, რუსეთთან და უკრაინასთან მოლაპარაკებები ცალ-ცალკე, მორიგეობით გამართოს. ამის შესახებ NBC News ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით იუწყება.
ორმა ამერიკელმა ოფიციალურმა პირმა დაადასტურა, რომ უკრაინა არ იყო მიწვეული საუდის არაბეთში მოლაპარაკებებზე. ამასთან, მათ განმარტეს, რომ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციას ჯერ რუსეთთან ორმხრივი შეხვედრის გამართვა სურს, შემდეგ კი უკრაინასთან. ამ ორმხრივი მოლაპარაკებების შედეგების შემდეგ გაიმართება მოლაპარაკებების ერთობლივი რაუნდი, რომელიც რუსეთსა და უკრაინას შორის ომის დასრულებას შეეხება.
ეს ყველაფერი მიგვითითებს იმაზე, რომ ჩვენ (რუსეთთან და უკრაინასთან) თანაბარი წონით ვმუშაობთ, ჩვენ გვინდა შევაჩეროთ მკვლელობა და მივიდეთ გრძელვადიანი მშვიდობისკენ, - განაცხადა ერთ-ერთმა ამერიკელმა ოფიციალურმა პირმა, რომელმაც ანონიმად დარჩენა ისურვა.
კითხვაზე, თუ რაზე უნდა დათმოს რუსეთმა უკრაინასთან შეთანხმების მისაღწევად, ტრამპი გადაჭრით არ პასუხობს.
რაც შეეხება მოლაპარაკებებს, ჯერ ნაადრევია იმის თქმა, რა მოხდება. შესაძლოა, რუსეთმა ბევრი დათმოს, შესაძლოა - არა და ეს ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ რა მოხდება,- თქვა მან პრესკონფერენციაზე ინდოეთის პრემიერ მინისტრ ნარენდრა მოდისთან ერთად.