ევროპა მზად არის, უხელმძღვანელოს უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების უზრუნველყოფას - რუტე

18.02.25 10:05
ევროპა მზად არის, უხელმძღვანელოს უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების უზრუნველყოფას - რუტე

ევროპა მზად არის, უხელმძღვანელოს უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების უზრუნველყოფას - ამის შესახებ ნატო-ს გენერალური მდივანი, მარკ რუტე პარიზში, ევროპელი ლიდერების საგანგებო სამიტის შემდეგ სოციალურ ქსელში წერს. 

„მზად ვართ და სურვილი ც გვაქვს. ეს არის ჩემი შეხედულება პარიზის შეხვედრიდან. ევროპა მზად არის და სურს წინსვლა, უხელმძღვანელოს უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების უზრუნველყოფას. მზად ვართ კიდევ ბევრი ინვესტიცია ჩავდოთ ჩვენს უსაფრთხოებაში.  დეტალები გადასაწყვეტია, მაგრამ ვალდებულება ნათელია“- წერს მარკ რუტე.

პარიზში ემანუელ მაკრონის ინიციატივით ევროპის ლიდერების საგანგებო შეხვედრა გაიმართა

სამიტის შემდეგ გაკეთებული კომენტარების თანახმად, ლიდერებმა უკრაინის სამშვიდობო მოლაპარაკებებში ევროპის როლზე და მომავალში თავდაცვის გაძლიერებაზე იმსჯელეს.