დრონებით თავდასხმა რუსეთის სამარის ოლქში - ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას ცეცხლი უკიდია
რუსული მედია იტყობინება, რომ რუსეთის სამარის ოლქში, ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე დრონებით თავდასხმა განხორციელდა.
სამარის ოლქის გუბერნატორის, ვიაჩესლავ ფედორიშჩევის ცნობით, სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას თავს უკრაინული დრონები დაესხნენ.
ადგილობრივების ინფორმაციით, დრონებით თავდასხმის შედეგად, ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის ტერიტორიაზე ხანძარი გაჩნდა.