პუტინი ამბობს, რომ საუდის არაბეთში მოლაპარაკებების შედეგებით კმაყოფილია

19.02.25 19:47
პუტინი ამბობს, რომ საუდის არაბეთში მოლაპარაკებების შედეგებით კმაყოფილია

რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი ამბობს, რომ საუდის არაბეთში აშშ-სა და რუსეთის წარმომადგენლებს შორის მოლაპარაკებების შედეგებით კმაყოფილია.

მისივე თქმით, შეხვედრის მიზანი მოსკოვსა და ვაშინგტონს შორის "ნდობის გაზრდა" იყო, რომლის გარეშეც შეუძლებელია მრავალი საკითხის გადაწყვეტა, მათ შორის უკრაინის კონფლიქტის.

მე ამას უმაღლეს შეფასებას ვაძლევ, არის შედეგი. ჩვენ შევთანხმდით დიპლომატიური მისიების მუშაობის ნორმალურ რეჟიმში აღდგენაზე. ვაშინგტონიდან და მოსკოვიდან დიპლომატების მუდმივი გაძევება კარგს არაფერს იწვევს", - თქვა პუტინმა.

მსგავსი სიახლეები