ტრამპი პოლიტიკურ სკანდალშია - აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებებს პოლიტიკოსები ერთ მეორეს მიყოლებით ემიჯნებიან

20.02.25 20:41
ტრამპი პოლიტიკურ სკანდალშია - აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებებს პოლიტიკოსები ერთ მეორეს მიყოლებით ემიჯნებიან

გაპრეზიდენტებიდან ზუსტად ერთ თვეში, ტრამპი დიდ პოლიტიკურ სკანდალშია. შტატების ლიდერს სჯერა, რომ ვლადიმირ პუტინს უკრაინაში ომის დასრულება უნდა და ამტკიცებს, რომ პუტინს ხელში ბევრი კოზირი აქვს, რაც შეთანხმების მიღწევას ართულებს.  

განცხადება ტრამპმა თვითმფრინავში, მას შემდეგ გააკეთა, რაც პუტინის ნაცვლად დიქტატორად ვოლოდიმირ ზელენსკი მოიხსენია. ყველაფერი ტრამპის ამ სკანდალური განცხადებით დაიწყო. პრეზიდენტი, რომელიც მთელი მსოფლიოსთვის გმირობის მაგალითია, დღეს ამერიკის პრეზიდენტისთვის დიქტატორად იქცა, რომელიც არჩევნების ჩატარებას გაურბის.

დონალდ ტრამპის ამ განცხადებამ მსოფლიოს დღის წესრიგი თავდაყირა დააყენა. ის პირველი ლიდერია, რომელმაც უკრაინა რუსეთთან ომის დაწყებაში დაადანაშაულა. ამ განცხადებამ ცხადყო, რომ ტრამპის ადმინისტრაციისგან უკრაინა ბევრს არაფერს უნდა ელოდოს.

ზელენსკი-ტრამპის ურთიერთობა ახლა სერიოზულ ჩიხში შევიდა. არავინ ელოდა, რომ ტრამპი პუტინის პოზიციებს გაიზიარებდა, მათ შორის, არც მისი თანაგუნდელები შეერთებული შტატების კონგრესიდან. ერთმანეთის მიყოლებით რესპუბლიკელი სენატორები და კონგრესმენები ტრამპის განცხადებას ემიჯნებიან. 

ვრცლად ნახეთ ინა ცარციძის რეპორტაჟში. 

მსგავსი სიახლეები