ისრაელში სამი ავტობუსი აფეთქდა - ხელისუფლება მომხდარს ტერაქტის მცდელობად აფასებს

21.02.25 10:24
ისრაელში სამი ავტობუსი აფეთქდა - ხელისუფლება მომხდარს ტერაქტის მცდელობად აფასებს

ისრაელში, თელ-ავივის სამხრეთით, ბატ იამში სამი ცარიელი ავტობუსი აფეთქდა. წინასწარი მონაცემებით მსხვერპლი არ არის. ხელისუფლება მომხდარს ტერაქტად განიხილავს. წინასწარი მონაცემებით, მსხვერპლი არ არის.

პოლიციის ცნობით, კიდევ ორ ავტობუსში აუფეთქებელი ასაფეთქებელი ნივთიერება აღმოაჩინეს. ადგილზე სამართალდამცველების დიდი რაოდენობა მუშაობს და ეჭვმიტანილებს ეძებენ. 

ტრანსპორტის მინისტრმა, მირი რეგევმა ბრძანება გასცა, შეჩერდეს ყველა ავტობუსისა და მატარებლის მოძრაობა, რათა ყველა მანქანა შემოწმდეს ასაფეთქებელ მოწყობილობებზე, იტყობინება ისრაელის მედია. მათივე ცნობით, ერთ-ერთ აუფეთქებულ თვითნაკეთ ასაფეთქებელ მოწყობილობაზე, რომელიც 5 კგ-ს იწონის, ეწერა „შურისძიება ტულკარმისთვის“.