ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ მაღალჩინოსანს შეხვდა

21.02.25 10:07
ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ მაღალჩინოსანს შეხვდა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი კიევში რუსეთისა და უკრაინის საკითხებში აშშ-ის სპეციალურ წარმომადგენელს, კიტ კელოგს შეხვდა. 

ამერიკის სპეციალურ წარმომადგენელთან უკრაინის პრეზიდენტმა უსაფრთხოების შეთანხმების დეტალები განიხილა.

ზელენსკი კელოგს ბრძოლის ველზე არსებულ ვითარებაზე ესაუბრა, განიხილა ტყვეების დაბრუნების გეგმა და უსაფრთხოების ეფექტიანი გარანტიების მოძიების გზებიც.

შეგვიძლია იმის უზრუნველყოფა, რომ მშვიდობა ძლიერი და ხანგრძლივი იყოს - რათა რუსეთს არასდროს შეეძლოს ომით დაბრუნება“ - აცადებს უკრაინის პრეზიდენტი.

კიტ კელოგი კიევში 19 თებერვალს ჩავიდა. ის ასევე შეხვდა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრს, ანდრეი სიბიგას.

მსგავსი სიახლეები