უსინდისობის მწვერვალია, ზელენსკის დააბრალო რუსეთის წინააღმდეგ ომის დაწყება - ბორელი

21.02.25 10:29
უსინდისობის მწვერვალია, ზელენსკის დააბრალო რუსეთის წინააღმდეგ ომის დაწყება - ბორელი

უსინდისობის მწვერვალია, ზელენსკის დააბრალო რუსეთის წინააღმდეგ ომის დაწყება, - ასე აფასებს ევროკავშირის ყოფილი უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი ჯოზეფ ბორელი ტრამპის განცხადებას. მისი თქმით, ზელენსკი მისი ქვეყნის წინააღმდეგობის ლიდერია, რომელსაც თავს რუსეთი დაესხა და პატივისცემას იმსახურებს

უსინდისობის მწვერვალია, რომ ზელენსკის დააბრალო რუსეთის წინააღმდეგ ომის დაწყება, რომ ის დიქტატორია, რომ 4% უჭერს მხარს და გინდოდეს მიიტაცო უკრაინის მინერალური რესურსები დახმარების სანაცვლოდ.

ზელენსკი მისი ქვეყნის წინააღმდეგობის ლიდერია, რომელსაც თავს რუსეთი დაესხა და ის იმსახურებს პატივისცემას, რომ ცილი არ დასწამოს იმ ქვეყნის პრეზიდენტმა, რომელიც ჯერ კიდევ გუშინ მისი მთავარი მხარდამჭერი იყო, -  წერს ევროკავშირის ყოფილი უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი  ჯოზეფ ბორელი