მედია: აშშ-მა და უკრაინამ იშვიათი ლითონების შესახებ შეთანხმებას, შესაძლოა ხელი დღეს მოაწერონ
აშშ-მა და უკრაინამ იშვიათი ლითონების შესახებ შეთანხმებას, შესაძლოა, ხელი დღეს მოაწერონ - ამის შესახებ ინფორმაციას გავლენიანი გამოცემა The Wall Street Journal-ი წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
გამოცემის წყაროების ცნობით, შეთანხმების პირობების შესახებ მოლაპარაკებებისას დიდი როლი უკრაინისა და რუსეთის საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა, კიტ კელოგმა ითამაშა, რომელიც კიევში სამდღიანი ვიზიტით იმყოფებოდა.