რუსების მიერ გაშვებული 82 დრონი ჩამოვაგდეთ - უკრაინის საჰაერო ძალები

22.02.25 14:15
რუსების მიერ გაშვებული 82 დრონი ჩამოვაგდეთ - უკრაინის საჰაერო ძალები

უკრაინული მედია ქვეყნის საჰაერო ძალებზე დაყრდნობით წერს, რომ უკრაინელებმა რუსების მიერ გაშვებული 162 დრონიდან 82 უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს.

უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, დანარჩენი 75 დრონი უკრაინის ტერიტორიაზე გაუჩინარდა. უკრაინის თავდაცვის ძალებმა რუსების მიერ გაშვებული დრონები ხარკოვის, პოლტავის, სუმის, კიევის, ჩერნიგოვის, ჩერკასის, კიროვოგრადის, ჟიტომირის, ვინიცის, ნიკოლაევის, ხერსონის, ზაპოროჟიესა და დნეპროპეტროვსკის ოლქებში გაანადგურეს.

უკრაინული მედიის ინფორმაციით, რუსული ძალების მიერ დრონებით განხორციელებული თავდასხმის შედეგად, კიევის ოლქში ერთი ადამიანი დაიღუპა.

მსგავსი სიახლეები