ორშაბათს, რუსეთ-უკრაინის ომიდან სამი წლის შემდეგ, აშშ გაერო-ში ისტორიულ რეზოლუციას წარადგენს - მარკო რუბიო

"ორშაბათს, რუსეთ-უკრაინის ომიდან სამი წლის შემდეგ, აშშ გაერო-ში ისტორიულ რეზოლუციას წარადგენს" - ამის შესახებ განცხადებას აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, მარკო რუბიო ავრცელებს.
მისი თქმით, აშშ ისტორიული რეზოლუციის წარდგენით გაეროს წევრ სახელმწიფოებს მოუწოდებს, მშვიდობისკენ მიმავალ გზას მხარი დაუჭირონ.
პრეზიდენტ ტრამპს რუსეთ-უკრაინის ომის დასრულება მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი და მზად არის გადაწყვეტისთვის, რომელიც ხანგრძლივ მშვიდობას გამოიწვევს და არა დროებით პაუზას. ორშაბათს, 24 თებერვალს, რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებიდან სამი წელი გადის. ეს ომი დიდხანს და რუსეთისა და უკრაინისთვის საშინელ ფასად გაგრძელდა.
აშშ-მა გაეროში მარტივი, ისტორიული რეზოლუცია წარადგინა და ჩვენ წევრ სახელმწიფოებს მოვუწოდებთ, რომ მშვიდობისკენ მიმავალ გზას მხარი დაუჭირონ. ამ რეზოლუციის მხარდაჭერით ვადასტურებთ, რომ ეს კონფლიქტი საშინელებაა და გაერო-ს მის დასრულებაში წვლილის შეტანა შეუძლია“, - აღნიშნულია განცხადებაში.