"ჰამასმა" ხუთი მძევალი გაათავისუფლა - მედია
"ჰამასმა" ხუთი მძევალი, 27 წლის ელია კოენი, 39 წლის ავერა მენგისტუ, 40 წლის ტალ შოჰამი, 22 წლის ომერ სემ ტოვი და 23 წლის ომერ ვენკერტი გაათავისუფლა.
Sky News-ის ინფორმაციით, "ჰამასი" კიდევ ერთ მძევალს, 36 წლის ჰიშამ ალ-საიდს მოგვიანებით გაათავისუფლებს. სანაცვლოდ, ისრაელი დღეს 602 პალესტინელ პატიმარს გაათავისუფლებს.
ცნობისთვის, ისრაელსა და „ჰამასს“ შორის მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ძალაში შესვლის დღიდან „ჰამასმა“ 29 მძევალი გაათავისუფლა.