ვგეგმავ, ხვალ გამოვაცხადო რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ყველაზე დიდი პაკეტი - დევიდ ლემი

23.02.25 18:47
ვგეგმავ, ხვალ გამოვაცხადო რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ყველაზე დიდი პაკეტი - დევიდ ლემი

გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრი დევი ლემი აცხადებს, რომ ხვალ, რუსეთის უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის მესამე წლისთავზე, მოსკოვის წინააღმდეგ სანქციების მასშტაბურ პაკეტს გამოაცხადებს.

დროა, პუტინის რუსეთზე ზეწოლა მოვახდინოთ. ვგეგმავ, ხვალ გამოვაცხადო რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ყველაზე დიდი პაკეტი ომის პირველი დღეებიდან - მათი სამხედრო მანქანის დასაშლელად და შემოსავლების შესამცირებლად, რომელიც უკრაინაში განადგურების ცეცხლს აღვივებს, - აღნიშნა დევიდ ლემმა.

დევიდ ლემმა ასევე აღნიშნა, რომ დროა, ევროპამ უკრაინის მხარდაწერა გააძლიეროს. მისი თქმით, სამართლიანი და მდგრადი მშვიდობის მისაღწევად ამერიკელ და ევროპელ პარტნიორებთან იმუშავებენ, რომელიც ცხადყოფს, რომ უკრაინის გარეშე უკრაინის შესახებ არაფერი გადაწყდება.  

უკრაინის, ბრიტანეთის და მთელი ევროპის ისტორიაში კრიტიკული მომენტია. დროა ევროპამ გააძლიეროს ჩვენი მხარდაჭერა უკრაინის მიმართ. ბრძოლის ველის მიღმა, ვიმუშავებთ ამერიკელ და ევროპელ პარტნიორებთან, მდგრადი, სამართლიანი მშვიდობის მისაღწევად და ამ პროცესში ცხადვყოფთ, რომ არაფერი შეიძლება გადაწყდეს უკრაინის შესახებ უკრაინის გარეშე, - აღნიშნა დევიდ ლემმა.