გერმანიის არჩევნებში ქრისტიან-დემოკრატებმა გაიმარჯვეს

24.02.25 07:25
გერმანიის არჩევნებში ქრისტიან-დემოკრატებმა გაიმარჯვეს

გერმანიის ვადამდელ ფედერალურ არჩევნებში ფრიდრიხ მერცის ქრისტიან-დემოკრატების პარტიამ გაიმარჯვა. 

ეგზიტპოლის შედეგების მიხედვით, ქრისტიან-დემოკრატების პარტიამ ხმების 29% აიღო. რაც შეეხება ულტრამემარჯვენე პარტია ალტერნატივა გერმანიისთვის (AfD) მას ამომრჩეველთა 19.5%-მა დაუჭირა მხარი. 

ეგზიტპოლის თანახმად, შედეგები ასეთია:

  • ქრისტიან დემოკრატები (CDU-CSU) - 29%
  • ალტერნატივა გერმანიისთვის (AFD) - 19,5%
  • სოციალ-დემოკრატიული პარტია (SPD) - 16%
  • მწვანეები - 13.5%
  • მემარცხენეები - 8.5%

"მსოფლიო ჩვენთვის არ იცდის, და ასევე არ დაელოდება ხანგრძლივ მოლაპარაკებების პროცესს კოალიციის შექმნაზე. ჩვენ ახლა სწრაფად უნდა აღვიდგინოთ უნარი, რომ ვიმოქმედოთ, რათა გავაკეთოთ სწორი რამ სახლში, რათა ჩვენ კიდევ ერთხელ ვიყოთ წარმოდგენილები ევროპაში, რათა მსოფლიომ დაინახოს, რომ გერმანიას კვლავ საიმედოდ მართავენ". - თქვა ქრისტიან-დემოკრატების ლიდერმა, ფრიდრიხ მერცმა ეგზიტპოლის შედეგების გამოცხადების შემდეგ.

გერმანიის კანცლერის, ოლაფ შოლცის მემარცხენე სოციალურ-დემოკრატიული პარტია კი მესამე ადგილზეა.

მისი თქმით, იგი არასდროს მიიღებს იმ ფაქტს, რომ AfD-ს მსგავსმა ულტრამემარჯვენე პარტიამ ასეთი შედეგი მოიპოვა.

Deutsche Welle-ის ინფორმაციით, ამ მონაცემებით პოტენციური სამთავრობო კოალიციის შესაქმნელად ქრისტიან-დემოკრატებსა და სოციალ-დემოკრატებს საკმარისი მანდატები აქვთ.