3 წელი უკრაინაში ომის დაწყებიდან - მსოფლიო ლიდერების ნაწილი უკვე კიევშია

3 წელი უკრაინაში ომის დაწყებიდან - კიევი დღეს მსოფლიო ლიდერების თავშეყრის ადგილი იქნება. უკრაინის დედაქალაქში მსოფლიო ლიდერების ნაწილი უკვე ჩავიდა. ადგილზე იმყოფებიან ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ანტონიო კოშტა, ურსულა ფონ დერ ლაიენი, კანადის პრემიერ-მინისტრი ჯასტინ ტრუდო, ასევე ესპანეთის პრემიერ-მინისტრი და ბალტიის ქვეყნების ლიდერები. სამიტს 13 ქვეყნის მსოფლიო ლიდერი დაესწრება, კიდევ 28 ქვეყნის ლიდერები კი მას დისტანციურად ჩაერთვებიან.
უსაფრთხოების სამიტზე მთავარი თემა უკრაინა და მისი უსაფრთხოების გარანტიები იქნება, რომელსაც ვოლოდიმირ ზელენსკი გრძელვადიანად ითხოვს ევროპისგან და აშშ-განю
შეგახსენებთ, რომ რუსეტი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალ შეიჭრა.