ზელენსკი აცხადებს, რომ სამშვიდობო მოლაპარაკებებში აშშ-ს და რუსეთის გარდა, უკრაინა და ევროპაც უნდა იყოს ჩართული

24.02.25 11:28
ზელენსკი აცხადებს, რომ სამშვიდობო მოლაპარაკებებში აშშ-ს და რუსეთის გარდა, უკრაინა და ევროპაც უნდა იყოს ჩართული

უკრაინის პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ სამშიდობო მოლაპარაკებებში, რომელსაც აშშ მართავს, ჩართული უნდა იყოს თავად უკრაინა და ევროპაც. ამის შესახებ მან "ფორუმი უკრაინა 2025"-ზე ისაუბრა. ვოლოდიმირ ზელენსკიმ დაასახელა, ვინ უნდა იჯდეს დღეს მოლაპარაკებების მაგიდასთან.

ეს არ არის მოლაპარაკების მაგიდა, რომელზეც უკრაინა დაიბარეს. ეს უნდა იყოს და არის კიდეც ჩვენი მაგიდა და მათ ჩვენ ვპატიჟებთ. უკრაინა, ევროპა, ამერიკა და რუსეთი , ეს უნდა იყოს მოლაპარაკებების მონაწილეების სია, - განაცხადა ზელენსკიმ.