ომის დასასრული უნდა დაიწყოს ნდობის აღდგენით, რუსეთის მიმართ ნდობა არ არსებობს - ვოლოდიმირ ზელენსკი

ომის დასასრული უნდა დაიწყოს ნდობის აღდგენით, რადგან რუსეთის მიმართ ნდობა არ არსებობს, - ამის შესახებ ურაკინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ კიევში ევროპელ ლიდერებთან შეხვედრისას განაცხადა.
მისი თქმით, მშვიდობა მხოლოდ კარგად დაბალანსებული დიპლომატიით და მკაფიო უსაგრთხოების გარანტიებით მიიღწევა.
“უკრაინა ევროპასთან და შეერთებულ შტატებთან ერთად უნდა იყოს მოლაპარაკების მაგიდასთან რუსეთის პირისპირ“, - აღნიშნა ზელენსკიმ.
2014 წლიდან დაწყებული რუსეთმა 25 ჯერ დაარღვია ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება და როდესაც გენერალი კელიგი ეწვია უკრაინას, მე მას ვუთხარი და მისი მეშვეობით შტატების პრეზიდენტს გადავეცი დოკუმენტი, რომელშიც გაწერილი იყო კონკრეტული თარიღებით რამდენჯერ დაარღვია რუსეთმა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება. მშვიდობა მხოლოდ კარგად დაბალანსებული დიპლომატიით და მკაფიო უსაფრთხოების გარანტიებით მიიღწევა. უკრაინა ევროპასთან და შეერთებულ შტატებთან ერთად უნდა იყოს მოლაპარაკების მაგიდასთან რუსეთის პირისპირ. ომის დასასრული უნდა დაიწყოს ნდობის აღდგენით, რუსეთის მიმართ ნდობა არ არსებობს. ნატო ყველაზე მარტივი და იაფი გზაა უკრაინის უსაფრთხოების გარანტიებისთვის. თუ უკრაინის NATO-ში წევრობის საკითხი დაიხურება, ჩვენ სხვა არჩევანი არ გვექნება, გარდა იმისა რომ შევქმნათ საკუთარი NATO. უკრაინა არამარტო EU-ს, არამედ NATO-ს წევრობასაც იმსახურებს" - განაცხადა ზელენსკიმ.
შეგახსენებთ, რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებიდან 3 წლისთავზე კიევში სამიტი იმართება, რომელსაც ევროპულ ქვეყნების ლიდერები ესწრებიან.