სამი წელი საუკუნის ყველაზე მასშტაბური ომიდან - კიევი დღეს მსოფლიო ლიდერების შეკრების ქალაქი იყო
სამი წელი საუკუნის ყველაზე მასშტაბური ომიდან. დღეს კიევი მსოფლიო ლიდერების შეკრების ქალაქია. ევროკავშირის და ევროპული სახელმწიფოების პირველი პირების ვიზიტი უკრაინაში იმის დემონსტრირებაა, რომ ქვეყანას რუსეთს არ დაუთმობენ. ევროპა ომის სამი წლისთავს რუსეთისთვის ახალი სანქციებით და უკრაინისთვის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ფინანსური დახმარების პაკეტით ხვდება.
უკრაინის დაცვა ევროპის უსაფრთხოების დაცვაა, ამიტომ ლიდერები ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის დაჩქარებას ითხოვენ. თუ უკრაინის ნატოში გაწევრიანების საკითხი დაიხურება, უკრაინა მზადაა შექმნას საკუთარი ნატო. ეს უკვე ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებაა, რომელიც მზად არის, ალიანსში გაწევრიანების სანაცვლოდ, ომში მყოფი ქვეყნის პრეზიდენტის პოსტი დათმოს.
ვრცლად ნახეთ გუგა არჩვაძის რეპორტაჟში.