ტრამპი: "ზელენსკის შევხვდები, შეიძლება მიმდინარე ან მომავალ კვირას, რათა შეთანხმებას ხელი მოაწეროს"
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, საფრანგეთის პრეზიდენტთან, ემანუელ მაკრონთან შეხვედრისას ჟურნალისტებს განუცხადა, რომ შეიძლება ვოლოდიმირ ზელენსკის მიმდინარე ან მომავალ კვირას შეხვდეს.
რაც შეეხება ომის დანაშაულებში მხილებულ პუტინთან აუდიენციას, მისი თქმით, არ იცის, თუ როდის შეხვდება რუსეთის პრეზიდენტს.
პრეზიდენტ ზელენსკის შევხვდები. შეიძლება მიმდინარე კვირაში ან მომავალ კვირაში ჩამოვიდეს, რათა შეთანხმებას ხელი მოაწეროს,
არ ვიცი როდის ვისაუბრებთ. რაღაც ეტაპზე პრეზიდენტ პუტინს შევხვდები“, -განაცხადა დონალდ ტრამპმა.