ტრამპი ადასტურებს, რომ ზელენსკის პარასკევს შეხვდება

26.02.25 21:23
ტრამპი ადასტურებს, რომ ზელენსკის პარასკევს შეხვდება

აშშ-ის პრეზიდენტი ადასტურებს, რომ პარასკევს, 28 თებერვალს უკრაინის პრეზიდენტი, ვაშინგტონში ჩავა იშვიათი ლითონებისა და უკრაინის აღდგენის შესახებ შეთანხმების გასაფორმებლად.

დონალდ ტრამპის განცხადებას CNN-ი ავრცელებს. ტრამპის თქმით, ის და ზელენსკი „აპირებენ ხელი მოაწერონ შეთანხმებას, რომელიც იქნება ძალიან დიდი შეთანხმება“.

ძალიან კარგად მივდივართ რუსეთ-უკრაინაზე. პრეზიდენტი ზელენსკი პარასკევს ჩამოვა. ეს უკვე დადასტურებულია, და შეთანხმებას მოვაწერთ ხელს”, - განაცხადა ტრამპმა.

მსგავსი სიახლეები