უკრაინის პრემიერი აშშ-სთან იშვიათ წიაღისეულზე შეთანხმების მთავარ პუნქტებს აქვეყნებს

26.02.25 23:05
უკრაინის პრემიერი აშშ-სთან იშვიათ წიაღისეულზე შეთანხმების მთავარ პუნქტებს აქვეყნებს

უკრაინის პრემიერ-მინისტრი, დენის შმიგალი აშშ-უკრაინის იშვიათი წიაღისეულის შესახებ შეთანხმების მთავარ პუნქტებს აქვეყნებს.

დღეს უკრაინის მთავრობა იღებს გადაწყვეტილებებს, რომლებიც აუცილებელია უკრაინასა და შეერთებულ შტატებს შორის რეკონსტრუქციის საინვესტიციო ფონდის შექმნის შესახებ შეთანხმების გასაფორმებლად", - წერს შმიგალი.

პუნქტები ასეთი:

  • უკრაინა და აშშ აღდგენის საინვესტიციო ფონდს ქმნიან, რომელიც საერთო საკუთრება იქნება და ერთობლივად იქნება მართული ორივე ქვეყნის მთავრობების მიერ;
  • უკრაინული წიაღისეული და რესურსები უკრაინულებად რჩება, ის არ გადაეცემა მმართველობაში აშშ-ს, არც ვინმე სხვას;
  • უკრაინა საკუთარი ბუნებრივი რესურსების აქტივებიდან სამომავლო შემოსავლების 50%-ს შეიტანს ფონდში;
  • აშშ შენატანებს გააკეთებს ფონდში სახსრების, ფინანსური ინსტრუმენტებისა და სხვა აქტივების სახით, რომლებიც კრიტიკულად მნიშვნელოვანია უკრაინის აღდგენისთვის;
  • ფონდის მიერ შეგროვებული სახსრები მხოლოდ უკრაინის აღდგენის პროექტებში იქნება ინვესტირებული. ფაქტობრივად, ვსაუბრობთ ფონდზე უკრაინელების მომავალი თაობებისთვის;
  • შეთანხმებაში გათვალისწინებულია ევროინტეგრაციის პროცესის ფარგლებში უკრაინის ვალდებულებები.