შესანიშნავი საუბარი მქონდა დონალდ ტრამპთან, აშშ და ნატო ძლიერდებიან-მარკ რუტე
შესანიშნავი იყო დონალდ ტრამპთან საუბარი - ნატოს წევრები დამატებით მილიარდებს ამზადებენ უკრაინის დახმარებისთვისა და წვლილისთვის უსაფრთხოების გარანტიებში, - ნატოს გენერალური მდივანი, მარკ რუტე აშშ-ის პრეზიდენტთან სატელეფონო საუბრის შესახებ X-ის საკუთარ გვერდზე წერს.
რუტე აშშ-ისა და ნატოს გაძლიერებაზე საუბრობს და ამბობს, რომ “ნატოს მოკავშირეები სწრაფად მოქმედებენ, რათა უფრო მეტი ინვესტიცია განახორციელონ თავდაცვაში.“
შესანიშნავი საუბარი მქონდა დონალდ ტრამპთან. შეერთებული შტატები და ნატო ძლიერდებიან. ნატოს მოკავშირეები სწრაფად მოქმედებენ, რათა უფრო მეტი ინვესტიცია განახორციელონ თავდაცვაში. დიდი ზრდებია დაანონსებული და სხვებიც მოჰყვება.
უკრაინას რაც შეეხება, მოკავშირეები დამატებით მილიარდებს ამზადებენ დახმარებისთვის და წვლილისთვის უსაფრთხოების გარანტიებში”, - წერს რუტე.