“მე ვთქვი ეგ? არ მჯერა“ - დონალდ ტრამპი ვოლოდიმირ ზელენსკის “დიქტატორად” მოხსენიებაზე

არ მჯერა, რომ ზელენსკის დიქტატორს დავუძახებდი, -ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ კირ სტარმერთან შეხვედრამდე ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.
ჟურნალისტი კითხვაზე, მას ჯერ კიდევ სჯერა თუ არა, რომ ზელენსკი “დიქტატორია”? ტრამპმა შემდეგ პასუხი გასცა:
“მე ვთქვი ეგ? არ მჯერა, რომ ამას ვიტყოდი”
ცნობისთვის, პლატფორმა Truth Social-ზე 19 თებერვალს გამოქვეყნებულ განცხადებაში ტრამპმა უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი როგორც “არჩევნების გარეშე დიქტატორი” მოიხსენია.