ბრიტანეთი მზადაა, უკრაინაში ჯარები და თვითმფრინავები განათავსოს მშვიდობის უზრუნველსაყოფად - სტარმერი
დიდი ბრიტანეთი მზად არის, გაგზავნოს თავისი ჯარები და თვითმფრინავები უკრაინაში სამშვიდობო შეთანხმების უზრუნველსაყოფად. ეს განცხადება ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა კირ სტარმერმა თეთრ სახლში აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა.
დიდი ბრიტანეთი მზადაა, გაგზავნოს ჯარები და ჰაერში განათავსოს თვითმფრინავები შეთანხმების მხარდასაჭერად, იმუშაოს ჩვენს მოკავშირეებთან ერთად, რადგან მხოლოდ ასე შეიძლება მშვიდობის შენარჩუნება. ჩვენ ეს სწორად უნდა გავაკეთოთ. ჩვენ უნდა მოვიგოთ მშვიდობ. არ შეიძლება იყოს მშვიდობა, რომელიც აჯილდოებს აგრესორს. ისტორია მშვიდობისმყოფელის მხარეს უნდა იყოს და არა დამპყრობლის მხარეზე, - ხაზგასმით აღნიშნა მან.
გარდა ამისა, სტარმერმა განაცხადა, რომ დიდი ბრიტანეთი უკრაინისთვის დიდ სამხედრო დახმარებას ამზადებს.