ტრამპი: ჩვენ გავაგრძელებთ უკრაინაში იარაღის გამოგზავნას, მაგრამ იმედია, ბევრის გაგზავნა არ მოგვიწევს

28.02.25 21:34
ტრამპი: ჩვენ გავაგრძელებთ უკრაინაში იარაღის გამოგზავნას, მაგრამ იმედია, ბევრის გაგზავნა არ მოგვიწევს

თეთრ სახლში აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შორის შეხვედრა მიმდინარეობს.

მედიის ინფორმაციით, დონალდ ტრმპმა ზელენსკისთან შეხვედრაზე  თქვა, რომ დაიდება შეთანხმება და უკრაინა აღარ დაუბრუნდება საბრძოლო მოქმედებებს.

ზელენსკიმ კი იმედი გამოთქვა, რომ აშშ უკრაინის დახმარებას არ შეწყვეტს.

რაზეც ტრამპმა უპასუხა: „ჩვენ არ ველით ბევრი იარაღის გაგზავნას, ჩვენ მოუთმენლად ველით ომის დასრულებას“.

ის დასძენს: „პასუხი არის დიახ. მაგრამ იმედია, ბევრის გაგზავნა არ მოგვიწევს, რადგან მოუთმენლად ველი, რომ ეს სწრაფად დასრულდება“.

მსგავსი სიახლეები