"მას შეუძლია დაბრუნდეს, როდესაც მზად იქნება მშვიდობისთვის" - ტრამპი ზელენსკისთან შეხვედრის შემდეგ განცხადებას ავრცელებს

28.02.25 22:41
"მას შეუძლია დაბრუნდეს, როდესაც მზად იქნება მშვიდობისთვის" - ტრამპი ზელენსკისთან შეხვედრის შემდეგ განცხადებას ავრცელებს

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი თეთრ სახლში უკრაინის პრეზიდენტ ვოლდიმერ ზელენსკისთან შეხვედრის შემდეგ განცხადებას ავრცელებს:

პლატფორმა Truth Social-ის პირად გვერდზე ტრამპი წერს, რომ ზელენსკიმ უპატივცემულობა გამოხატა ამერიკის შეერთებული შტატების მიმართ. 

"მას შეუძლია დაბრუნდეს, როდესაც მზად იქნება მშვიდობისთვის" - წერს ტრამპი

„ძალიან შინაარსიანი შეხვედრა გვქონდა დღეს თეთრ სახლში. ბევრი რამ გავიგეთ, რისი გაგებაც არ შეიძლება ასეთი ცეცხლისა და ზეწოლის ქვეშ საუბრის გარეშე. საოცარია რა ვლინდება ემოციებით, და დავადგინე, რომ პრეზიდენტი ზელენსკი მზად არ არის მშვიდობისთვის თუ ამერიკა იქნება ჩართული, ვინაიდან ის გრძნობს, რომ ჩვენი ჩართულობა მოლაპარაკებებში მას დიდ უპირატესობას ანიჭებს. უპირატესობა არ მინდა, მშვიდობა მინდა. მან უპატივცემულობა გამოხატა ამერიკის შეერთებული შტატების მიმართ მის სანუკვარ ოვალურ ოფისში. მას შეუძლია დაბრუნდეს, როდესაც მზად იქნება მშვიდობისთვის“, - წერს ტრამპი.

მსგავსი სიახლეები