ომის პრობლემებს ვერ გრძნობთ, რადგან შუაში ლამაზი ოკეანეა, თუმცა იგრძნობთ - ზელენსკი ტრამპს

28.02.25 23:04
ომის პრობლემებს ვერ გრძნობთ, რადგან შუაში ლამაზი ოკეანეა, თუმცა იგრძნობთ - ზელენსკი ტრამპს

ომის პრობლემებს ახლა ვერ გრძნობთ, რადგან შუაში „ლამაზი ოკეანეა“, თუმცა იგრძნობთ, -ასე მიმართა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპისა და ვიცე-პრეზიდენტს, ჯეი დი ვენსს.

ზელენსკიმ ვიცე-პრეზიდენტთან საუბრისას აღნიშნა, რომ რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპაცია 2014 წელს დაიწყო. მისივე თქმით, ვლადიმერ პუტინმა საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან და გერმანიის ყოფილ კანცლერ ანგელა მერკელთან ერთად ხელი მოაწერა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას, თუმცა მოგვიანებით მაინც განაახლა სრულმასშტაბიანი ომი. ზელენსკიმ ასევე ხაზი გაუსვა, რომ კონფლიქტის ესკალაცია არაერთი ამერიკელი ლიდერის მმართველობის პერიოდში მიმდინარეობდა.

მოგვიანებით დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ უკრაინას არ აქვს მოლაპარაკებებისთვის საჭირო "კარტები" და არსებობს მესამე მსოფლიო ომის რისკები და ზელენსკის არ აქვს უფლება დაუდევრად მოიქცეს. 

 "თქვენს ქვეყანას სერიოზული პრობლემები აქვს, ჩვენ მოგეცით 350 მილიარდი დოლარის შეიარაღება, კი, თქვენ ძალიან მამაცი ხალხი გყავთ, მაგრამ ჩვენი დახმარების გარეშე ეს ომი 2 კვირაც არ გაგრძელდებოდა" - უთხრა ტრამპა ზელენსკის.

შეგახსენებთ, რომ თეთრ სახლში ამერიკის და უკარინის პრეზიდენტების შეხვედრა უკვე თითქმის ერთი საათია მიმდინარეობს.

 

მსგავსი სიახლეები