აშშ-ის პრეზიდენტი და ვიცე-პრეზიდენტი მკვლელი კრიმინალის, პუტინის, მხარეს დადგნენ - შაჰინი

აშშ-ის პრეზიდენტისგან და ვიცე-პრეზიდენტისგან ამ შუადღის აღმაშფოთებელი წარმოდგენა სამარცხვინო და პირდაპირ არაამერიკული იყო, - ასე ეხმაურება აშშ-ის სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტის ერთ-ერთი ლიდერი, სენატორი ჯინ შაჰინი X-ის საკუთარ გვერდზე თეთრ სახლში შეხვედრას.
„აშშ-ის პრეზიდენტისგან და ვიცე-პრეზიდენტისგან ამ შუადღის აღმაშფოთებელი წარმოდგენა სამარცხვინო და პირდაპირ არაამერიკული იყო. ისინი კიდევ ერთხელ მკვლელი კრიმინალის, პუტინის, მხარეს დადგნენ ჩვენი დემოკრატიული მოკავშირის, უკრაინის, ნაცვლად. მხარში ვუდგავარ ვოლოდიმირ ზელენსკისა და უკრაინის კეთილშობილურ ბრძოლას თავისუფლებისთვისა და დემოკრატიისთვის,” - წერს შაჰინი.
ვოლოდიმირ ზელენსკიმ და უკრაინულმა დელეგაციამ თეთრი სახლი დატოვა. შეთანხმება ვერ შედგა. წიაღისეულზე დოკუმენტზე ხელმოწერა ჩაიშალა. ასევე გაუქმდა ორი ლიდერის პრესკონფერენციაც.
უკრაინისა და აშშ-ის პრეზიდენტების მოლაპარაკება მედიის თანდასწრებით მწვავე კამათის ფონზე წარიმართა. ოვალურ კაბინეტში სიტუაცია რაომდენჯერმე დაიძაბა.