ტრამპი-ზელენსკი შეხვედრას ემანუელ მაკრონი ეხმაურება

28.02.25 23:49
ტრამპი-ზელენსკი შეხვედრას ემანუელ მაკრონი ეხმაურება

საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონი ტრამპი-ზელენსკის შეხვერას ეხმაურება:

"რუსეთი არის აგრესორი, უკრაინა კი მსხვერპლი. მე ვფიქრობ, რომ ჩვენ ყველანი მართალი ვიყავით, რომ დავეხმარეთ უკრაინას და 3 წლის წინ რუსეთს სანქციები დავუწესეთ და ასე გავაგრძელეთ“ - აცხადებს საფრანგეთის პრეზიდენტი.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ და უკრაინულმა დელეგაციამ თეთრი სახლი დატოვა. შეთანხმება ვერ შედგა. წიაღისეულზე დოკუმენტზე ხელმოწერა ჩაიშალა. ასევე გაუქმდა ორი ლიდერის პრესკონფერენციაც.

უკრაინისა და აშშ-ის პრეზიდენტების მოლაპარაკება მედიის თანდასწრებით მწვავე კამათის ფონზე წარიმართა. ოვალურ კაბინეტში სიტუაცია რაომდენჯერმე დაიძაბა.