ტუსკი: ძვირფასო ვოლოდიმირ ზელენსკი, ძვირფასო უკრაინელო მეგობრებო, თქვენ მარტონი არ ხართ

პოლონეთის პრემიერ-მინისტრი, დონალდ ტუსკი X-ის საკუთარ გვერდზე ტრამპის და ზელენსკის შეხვედრას ეხმაურება.
ძვირფასო ვოლოდიმირ ზელენსკი, ძვირფასო უკრაინელო მეგობრებო, თქვენ მარტონი არ ხართ, - წერს დონალდ ტუსკი X-ის საკუთარ გვერდზე.
ვოლოდიმირ ზელენსკიმ და უკრაინულმა დელეგაციამ თეთრი სახლი დატოვა. შეთანხმება ვერ შედგა. წიაღისეულზე დოკუმენტზე ხელმოწერა ჩაიშალა. ასევე გაუქმდა ორი ლიდერის პრესკონფერენციაც.
უკრაინისა და აშშ-ის პრეზიდენტების მოლაპარაკება მედიის თანდასწრებით მწვავე კამათის ფონზე წარიმართა. ოვალურ კაბინეტში სიტუაცია რაომდენჯერმე დაიძაბა.