"ტრამპმა და ვენსმა უღირსი სპექტაკლი მოაწყვეს,ვიყავი და ვარ ზელენსკის გვერდით" - ბორელი

ევროკავშირის ყოფილი უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი ჯოზეფ ბორელი ტრამპისა და ზელენსკის შეხვედრას ეხმაურება.
"ტრამპმა და ვენსმა უღირსი სპექტაკლი მოაწყვეს. მრცხვენია ამ საქციელის. აშშ უკეთესს იმსახურებს. თავისუფალმა სამყარომ უნდა დაუჭიროს მხარი უკრაინას. ვიყავი და ახლაც ვარ ზელენსკის გვერდით" - წერს ბორელი.
ვოლოდიმირ ზელენსკიმ და უკრაინულმა დელეგაციამ თეთრი სახლი დატოვა. შეთანხმება ვერ შედგა. წიაღისეულზე დოკუმენტზე ხელმოწერა ჩაიშალა. ასევე გაუქმდა ორი ლიდერის პრესკონფერენციაც.
უკრაინისა და აშშ-ის პრეზიდენტების მოლაპარაკება მედიის თანდასწრებით მწვავე კამათის ფონზე წარიმართა. ოვალურ კაბინეტში სიტუაცია რაომდენჯერმე დაიძაბა.