სამწუხარო დღე ამერიკული დიპლომატიისთვის - მაკფოლი ტრამპის და ზელენსკსი შეხვედრაზე

01.03.25 00:21
სამწუხარო დღე ამერიკული დიპლომატიისთვის - მაკფოლი ტრამპის და ზელენსკსი შეხვედრაზე

სამწუხარო დღე ამერიკული დიპლომატიისთვის -  ასე ეხმაურება რუსეთში ამერიკის ყოფილი ელჩი, მაიკლ მაკფოლი სოციალურ ქსელში ტრამპის და ზელენსკის შეხვედრას:

ძალიან დამთრგუნველია ის ცუდი შოუ რაც ოვალურ კაბინეტში იყო. ტრამპმა უბრალოდ გაიმეორა იმდენი მითი (დიპლომატიური რომ ვიყო) ოვალურ კაბინეტში... სამწუხარო დღე ამერიკული დიპლომატიისთვის. მსგავსი საუბრები უნდა წარიმართოს დახურულ კარს მიღმა. რეალური დიპლომატია არ უნდა ხდებოდეს პრესასთან ოთახში" - წერს მაკფოლი.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ და უკრაინულმა დელეგაციამ თეთრი სახლი დატოვა. შეთანხმება ვერ შედგა. წიაღისეულზე დოკუმენტზე ხელმოწერა ჩაიშალა. ასევე გაუქმდა ორი ლიდერის პრესკონფერენციაც.

უკრაინისა და აშშ-ის პრეზიდენტების მოლაპარაკება მედიის თანდასწრებით მწვავე კამათის ფონზე წარიმართა. ოვალურ კაბინეტში სიტუაცია რაომდენჯერმე დაიძაბა.